fbpx
ოქტომბერი 17, 2019

ალექსეი ნავალნის ფონდი „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანეს .განცხადების თანახმად, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ ფუნქციას ასრულებს. როგორც უწყება განმარტავს, გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ იქნა მიღებული. კანონი „უცხოეთის აგენტის“ შესახებ რუსეთში 2012 წელს მიიღეს.

ე.წ. „აგენტების სიაში“ ის ორგანიზაციები შეჰყავთ, რომლებიც რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და იმავდროულად, უცხოეთიდან ფინანსდებიან. დღეისათვის „უცხოეთის აგენტების“ სიაში 71 ორგანიზაციაა.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *