სექტემბერი 28, 2020

ამირან გამყრელიძის განცხადებით საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის არსებობის მხოლოდ 30 შემთხვევა საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს.

„საგანგებო სიტუაციის გამოცხადების პრეროგატივა ამირან გამყრელიძეს ნამდვილად არ აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს პრემიერ-მინისტრთან შესაბამისი საკორდინაციო საბჭო. მხოლოდ 30 შემთხვევის არსებობა, ეს არ წარმოადგენს საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საფუძველს. საგანგებო სიტუაცია ქვეყანაში ცხადდება იმისდა მიხედვით, როდესაც ხდება ანალიზი ძალიან მრავალი ფაქტორის და მერე იღებს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *