მაისი 29, 2020

ბედნიერება……

ერთხელ ერთი მოხუცი ბრძენკაცი გზად მიდიოდა, ბუნებას აკვირდებოდა და გაზაფხულის ხასხასა ფერებით ტკბებოდა. მან მამაკაცი დაინახა , რომელსაც ზურგზე მძიმე ტვირთი ჰქონდა აკიდებული, ტვირტი იმდენად მძიმე იყო, რომ კაცს ფეხები ეკვეთებოდა.რატომ იტანჯავ თავს ასეთი მძიმე ტვირთის ტარებით? ჰკითხა მას ბერიკაცმა

-მე ვიტანჯები იმისთვის, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები იყვნებ ბედნიერები, უპასუხან მან ბერიკაცს. ჩემი პაპა ბაბუაჩემის ბედნიერებისთვის ეზიდებოდა მძიმე ტვირთს, ბაბუა მამაჩემის გამო, მამაჩემი ჩემიგულისთვის, მე კი ჩემი შვილებისთვის.

– და თქვენ ოჯახში ვინმე თუ იყო ბედნიერი? დაინტერესდა ბერიკაცი.

-ჯერ არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილიშვილები იქნებიან ჭეშმარიტად ბედნიერები!-იმედიანად წარმოთქვა კაცმა.

-სამწუხაროდ, გაუნათლებელ ადამაინს არ ძალუძს ასწავლოს ვინმეს წერა-კითხვა, და თხუნელა ვერასოდეს შეძლებს არწივის აღზრდას!- ჩაილაპარაკა ბერიკაცმა.

შეგონება: პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ გავხდეთ  ბედნიერნი, თავისუფალი ყოველგვარი სულიერი ტვირთისაგან, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია შვილებს ვასწავლოთ, თუ რა არის ბედნიერება.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *