აგვისტო 5, 2020

გამყრელიძე: ჩინეთში „გილიადის“ ანტივირუსული პრეპარატი დიდ ჯგუფზე წარმატებით გამოიყენეს

„გილიადმა“ ეს წამალი შექმნა 2015 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს.ეს ანტივირუსული წამალია, და ეს წამალი ახლა წარმატებით გამოიყენა ჩინეთმა დიდ ჯგუფზე ავადმყოფების კარგი შედეგით, ასე ვთქვათ. ის ჯერჯერობით დამტკიცებულია მხოლოდ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ანუ ჯერჯერობით ყველაზე ძლიერ მარეგულირებელს, როგორიც არის ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია და ევროპის წამლის ადმინისტრაცია, ჯერ მათ არ დაუმტკიცებიათ. თუმცა სარეზერვოდ ის სასურველია რომ იყოს ქვეყანაში. მე პირადად მქონდა საუბარი „გილიადთან“ საუბარი 5 დღის წინ და ვთხოვე მათ, მათ მიგვითეთეს როგორ უნდა მოგვეწერა და როგორც ვიცი დღეს მინისტრის დონეზე წავიდა წერილი „გილიარდზე“ თხოვნით, რომ საქართველოს ეს წამალი გადმოეცეს“ – შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *