აგვისტო 5, 2020

გიორგი გახარია – საგანგებო მდგომარეობაზე მთავრობა მზად არის უკვე დღეს

საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხვალ, ზეგ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამოცხადება, ეს არ არის თვითმიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარკვეული ბალანსის დაცვა. რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად და გეგმის მიხედვით სახელმწიფო უკვე მზად არის. შემთხვევით არ მითქვამს, რომ უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა 28 იანვარს. მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყნებში საერთოდ რეაქციაც არ ჰქონდათ დაწყებული.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *