სექტემბერი 28, 2020

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში დამატებით 10 ადამიანი გადაიყვანეს

შსს-ს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ბოლო 24 საათში 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

თბილისიდან, ასევე კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონიდან 10 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *