მაისი 29, 2020

ინგლისში უცნობი სოფლის მოსახლეობას 5 წელია ფულს უტოვებს

ინგლისში, დარემის საგრაფოს პოლიცია უკვე 5 წელია ცდილობს გაარკვიოს, ვინ უტოვებს სოფელ ბლექჰოლ-კოლერის მოსახლეობას პარკში შეფუთულ ფულს. უცნობი პარკში შეფუთულ თანხას ადვილად შესამჩნევ ადგილებზე დებს. მასში მუდმივად, დაახლოებით, 2 000 ფუნტი სტერლინგია მოთავსებული.

ადგილობრივ მოსახლოეობას ნაპოვნი ფული პოლიციაში მიაქვს, თუმცა მისი პატრონი არასდროს გამოჩენილა, ამიტომაც მას ჯილდოს სახით მპოვნელს უბრუნებენ.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *