ივლისი 3, 2020

კაცი, რომელსაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული

New York Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 79 წლის სამუელ ლითლი აშშ-ის ისტორიაში „ყველაზე პროდუქტიულ“ სერიულ მკვლელად დასახელდა. მან 93 დანაშაული აღიარა.  ლითლმა დანაშაულები 1970-დან 2005 წლამდე პერიოდში ჩაიდინა. მის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ.  FBI-მ კაცის დანაშაული 50 შემთხვევაში დაადგინა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დანარჩენ შემთხვევებშიც ის არ ტყუის. 

2014 წელს ლითლი 3 მკვლელობისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სამივე მსხვერპლი ქალი იყო. კაცმა მათ ჯერ სცემა, შემედეგ კი გაგუდა.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *