მაისი 29, 2020

კორონავირუსის გამო იტალიის მოსახლეობა PornHub-ის პრემიუმ ექაუნთზე წვდომას უფასოდ მიიღებს

კორონავირუსის გამო იტალიაში მკაცრი ზომების შემოღების გამო მოსახლეობა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი პორნოგვერდის, PornHub-ის პრემიუმ ექაუნთზე წვდომას უფასოდ მიიღებს.

იტალიაში ამ ვებგვერდის გახსნისას გაჩნდება წარწერა, სადაც ნათქვამია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პრემიუმ ექაუნთით ერთი თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლებს.

გარდა ამისა, PornHub-მა გადაწყვიტა, რომ იტალიურ საავადმყოფოებს მისი შვილობილი კომპანიის Modelhub-ის თვიური მოგების ნაწილს გადაურიცხავს. Modelhub-ი ავტორებს თავიანთი კონტენტის გაყიდვაში ეხმარება.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *