აგვისტო 5, 2020

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ ბოლნისი და მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდეს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააკეთა.

„მისი თქმით, დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“,-განაცხადა გახარიამ.

ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *