მაისი 29, 2020

მორის ფოცხიშვილი – ნადირობა

ჭალაში ბალანაშლილი

თეთრი სეტერი ქრის…

მწყერი ბალახში წრიალებს,

აფრინდება და… ფრრი…


სანამდე არ აფრინდება,

არავინ ერჩის მწყერს.

ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც

იქნებ ასეა დღეს.


ვიდრე მიწაზე დავდივარ,

ყველა სიკეთეს მგვრის,

– ავფრინდები და… ვაიმე…

ავფრინდები და ფრრი…


ტყვიაც იწივლებს შურისა,

მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,

სანამდე არ აფრინდება,

არავინ ერჩის მწყერს.


შავი საფანტი ირევა…

თეთრი სეტერი ქრის…

მე მაინც უნდა ავფრინდე,

– ავფრინდები და… ფრრი..

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *