მაისი 29, 2020

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ გრან-პრის მესამე ეტაპზე გამარჯვება ამირან გამყრელიძეს და ექიმებს მიუძღვნა

საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ მსოფლიო ქალთა გრან-პრის მესამე ეტაპზე 7 ქულა დააგროვა, გათამაშების გამარჯვებული გახდა და გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა.

„ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს ადამიანთა შორის – ამირან გამყრელიძეს! რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო კოლაჟისათვის წარმატებული სპორტსმენების თანადგომისა. მათ შეძლეს გაემარჯვათ და იმედია, ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ!! – წერს ძაგნიძე Facebook-ზე.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *