ივლისი 4, 2020

სამი საცერი

ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა: — იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა? — მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე. — სამ საცერში? — ვიდრე რამეს იტყვი, ის სამჯერ უნდა გაცრა. ჯერ სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სიმართლეა? — არა, მეც სხვისგან გავიგე. — ე. ი. შენ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. მაშინ მეორე საცერში გაატარე — სიკეთის საცერში. შენ, ჩემს მეგობარზე, რამე კარგი უნდა მითხრა? — არა, პირიქით. — ესე იგი, — გააგრძელა სოკრატმა, — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თან დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ეს სიმართლეა. მესამე საცერიც გამოვიყენოთ — სარგებლობის საცერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რის მოყოლასაც აპირებ? — არა, ამის აუცილებლობა არ არის. — ამრიგად, — დაასკვნა სოკრატმა, — იმაში, რისი თქმაც შენ გინდა, არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა მითხრა?

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *