fbpx
ნოემბერი 16, 2019

უმი ბოსტნეულის მავნებლობა

ჟურნალ Nature Microbiology-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჰარვარდის უნივერისტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უმი ბოსტნეული ნაწლავების მუშაობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მეცნიერებმა კვლევა თავდაპირველად ვირთხებზე ჩაატარეს. ცხოველები 4 ჯგუფად დაყვეს, სადაც ყველა მათგანს თავისი რაციონი ჰქონდა. ვირთხების პირველ 2 ჯგუფში ცხოველებს ხორცსა და უმ ბოსტნეულს აჭმევდნენ, მესამე და მეოთხე ჯგუფში კი ხორცსა და თერმულად დამუშავებულ (მოხარშული, მოთუშული ან შემწვარი) ბოსტნეულს. როგორც გაირკვა, ცხოველებში, რომლებიც სხვადასხვანაირად მომზადებულ ბოსტნეულს ჭამდნენ, ნაწლავების მიკროფლორა განსხვავებული იყო, რადგან უმი ბოსტნეული ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიებს ანადგურებდა, თერმულად დამუშავებული კი პირიქით, ათვისებას უწყობდა ხელს.

მეცნიერებმა მოგვიანებით ექსპერიმენტი ადამიანებზე ჩაატარეს. შედეგი აქაც ანალოგიური აღმოჩნდა.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *