მაისი 29, 2020

ფაშინიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ფაშინიანმა ფეისბუქით ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მან და მისმა მეუღლემ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

14 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე, ანა ჰაკობიანი თვითიზოლაციაში არიან.

ფაშინიანის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ინფიცირების შესახებ.

სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *