fbpx
ნოემბერი 16, 2019

ქერტლი და ხალხური მედიცინა

ქერტლის გამომწვევი მთავარი მიზეზი სოკო – Pityrosporum Ovale არის, რომელიც ჩვენი კანის მუდმივი ბინადარია. მის პათოლოგიურ გამრავლებას შესაძლებელია რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: ნერვული სტრესი, ორგანიზმის გაუწყლოება, დაუბალანსებელი დიეტა, ყველაფერი, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ქერტლი ყველაზე ხშირად გვხვდება ცხიმიანი თმისა და ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებში. ხალხური გამოცდილება ქერტლსაც ამარცხებს, რეცეპტი:

200 მლ ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი გვირილის გრანულები (შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ აფთიაქში), დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ცოცხალი, დაჭრილი ქონდარი (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქულიც) და 5-6 ცალი დაფნის ფოთოლი. გააჩერეთ ერთი დღის განმავლობაში, გადაწურეთ, თავის დაბანისას გადაივლეთ და კარგად შეიზილეთ თმაში ნახარში. შედეგით კმაყოფილი დარჩებით, თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ მაინც გაიმეორებთ.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *