მაისი 29, 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს განხადებით აქციების გამო მოძრაობა გარკვეულ უბნებში შეზღუდა ან აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა.

მოძრაობა შეზღუდული ან აკრძალულია:

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია პარლამენტის შენობის მიმდებარე ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე;

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან სავაჭრო ცენტრ “მერანამდე” ორმხრივად აკრძალულია;

რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;

მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის გამზირის პარალელური თაბუკაშვილის ქუჩის გავლით შეუძლიათ;

სოლოლაკიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელია დანიელ ჭონქაძის ქუჩის გავლით;

შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადისთვის თავისუფლების მოედნის გავლით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ პუშკინის და ლეონიძის ქუჩის გავლით.

საპატრულო პოლიციის ცნობით, საპატრულო ეკიპაჟები ამ მონაკვეთზე საგზაო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ და ავტოტრანსპორტის მოძრაობას არეგულირებენ.

დღესვე განცხადება გაავრცელა შსს-მ. “ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ”, – აცხადებს შსს. 

დღეს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატები არ შეუშვეს, რუსთაველის გამზირი უკვე მეორე დღეა გადაკეტილია. 

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *