ივლისი 3, 2020

ჩვენში არსებული ორი მგელი

ერთხელ, მოხუცმა ბაბუამ შვილიშვილს უთხრა:

— ყოველ ადამიანში არის ბრძოლა და იგი ძალიან ჰგავს ბრძოლას ორ
მგელს შორის. ერთი მგელი ბოროტებას წარმოადგენს: შურს, ეჭვს, ეგოიზმს,
ამპარტავნებას, ტყუილს. მეორე – სიკეთეს: მშვიდობას, სიყვარულს, იმედს,
ჭეშმარიტებას, ერთგულებას.

შვილიშვილი ჩაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა:

— ბოლოს რომელი მგელი იმარჯვებს, ბაბუა?

ბაბუამ გაიღიმა და უპასუხა:

— ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც მეტს აჭმევ.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *