ივლისი 3, 2020

ჯენიფერ ლოპესის ახალი ფილმის ჩვენება აიკრძალა

BBC -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მალაიზიაში აკრძალეს რეჟისორ ლორინ სკაფარიას ფილმი „სტრიპტიზის მოცეკვავეები“ (Hustlers), რომელშიც მთავარ როლებს ჯენიფერ ლოპესი, კონსტანს ვუ, ჯულია სტაილსი, კეკე პალმერი, ლილი რეინჰარტი და მომღერლები Cardi B და Lizzo ასრულებენ. აკრძალვის მიზეზი გახდა ქვეყნის კინოცენზურის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ვინაიდან ფილმში ნაჩვენებია შიშველი მკერდი, ეროტიული ცეკვები და სცენები, რომლებშიც ნარკოტიკები ჩანს, მის საჯარო ჩვენებას შეუძლებელია და ცუდ გავლენას მოახდენს ახალგაზრდობაზე.

კომენტარის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *